სოსო ფხაკაძე - ბიზნესი მიდის იქ, სადაც სტაბილური გარემო და მეტი შემოსავლის მიღების საშუალებაა - ეს ევროკავშირია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკურ და სავაჭრო ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„უნდა ველოდოთ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას - დღეიდან, ბევრად უფრო კარგი და ძლიერი წვდომა გვაქვს ევროკავშირის დიდ ბაზართან, ვიდრე გუშინ გვქონდა, ანუ სტატუსის მინიჭებამდე. მაგალითად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არსებობის პერიოდში ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში, ყოველწლიურად 23%-ით იზრდებოდა“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.

მისი განმარტებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბევრად უფრო მარტივი იქნება ევროპის ბაზარზე გასვლა და ბიზნესიც იქითკენ წავა, სადაც ბიზნესის წარმართვისთვის უფრო კარგი, სტაბილური და პროგნოზირებადი პირობებია.

„ბიზნესმენებს გააჩნიათ ინსტინქტები, ისინი ყოველთვის ეძებენ სწორ ადგილს და სწორ დროს. ახალი ფანჯარა გაიღო ევროკავშირში საქართველოსთვის. გულახდილად ვიტყვი, ბიზნესი უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური - ვინც იაქტიურებს და ევროკავშირისკენ იმოძრავებს, ის ძალიან ბევრი სიკეთეს მოუტანს საკუთარ თავს, კომპანიას, დამფუძნებლებს და ქვეყნის ეკონომიკას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს