ვარკეთილში ხანძარი პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების სათავსოზე იყო გავრცელებული - დამწვარია 4000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია

„ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა, - ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. უნდა იმუშაოს შესაბამისმა სამსახურმა, რომელიც დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. რაც შეეხება სამაშველო ჯგუფების მუშაობას - დროულად მოხდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ რეაგირება. 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ადგილზე მობილიზებული. ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა. დაშავებულების შესახებ არავის მოუმართავს“, - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება