საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სამოქმედო გეგმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულება, როგორიცაა: დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა. გეგმის მიხედვით გაწერილია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზგასმულია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა 2024 წელს საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა იქნება.

„2023 წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის მიღწევის გზაზე და მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაშიც კომიტეტს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მინდა, კომიტეტის წევრებს დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის