ნიკოლოზ სამხარაძე - ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებების მიერ მიიღება, არის ბათილი, უკანონო და ნულოვანი სამართლებრივი ძალის მატარებელი

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებების მიერ მიიღება, არის ბათილი, უკანონო და ნულოვანი სამართლებრივი ძალის მატარებელი, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, როგორც სამხარაძე აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ტერმინ „ანექსიის“ გამოყენება სწორი არ არის, რადგან ადგილი აქვს აგარაკების 49-წლიანი იჯარით გადაცემას და არა ბიჭვინთის ანექსიას.

„იმ ვითარებაში, როცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქცია აღდგენილი არ არის, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც ხელგვეწიფება. ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ პოლიტიკური განცხადებები, შეფასებები, საერთაშორისო თანამეგობრობას ვითარების შეფასებისკენ და მიღებული გადაწყვეტილებების დაგმობისკენ მოვუწოდოთ“, - განაცხადა სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გზაზე, რუსეთისა და დე-ფაქტო მარიონეტული რეჟიმების მხრიდან პროვოკაციები და პროვოკაციული განცხადებები მით მეტად გახშირდება.

„დიდი ხანია ვხედავთ, რომ რაც მეტი პროგრესი აქვს საქართველოს და რაც მეტად ვითარდება ქვეყანა, პროვოკაციები მით მეტად ხდება, რაც მიმართულია ქართულ საზოგადოებაში არეულობის, შიშისა და ქაოსის დათესვისკენ, თუმცა ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა, რომ ის არის ძლიერი, ჰყავს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება არის ბრძენი. ჩვენ ამ პროვოკაციებს არ შევუშინდებით და გავაგრძელებთ გზას, რაც საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი.

მივაღწევთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობას და მინდა მათ ვუთხრა, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აუცილებლად აღიდგენს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი