ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

2023 წლის ნოემბრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 77.7 მლრდ ლარს შეადგენს.

„საბანკო სექტორის კაპიტალი 12.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.5 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სტატისტიკურ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს სს "ჰეშ"-სა და სს "პეივ ჯორჯიას" მონაცემები, რადგანაც ეს ციფრული ბანკები სატესტო რეჟიმში ოპერირებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება