პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი - რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა

რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა, - ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა მაცეი კლიშჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წინა ღამე “რთული იყო” უკრაინისთვის და “დაძაბული იყო პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველა ელემენტისთვის”. კლიშჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრენის მთელ გზას პოლონეთის რადიოლოკაციური სისტემები ადევნებდნენ თვალს.

მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაახლოებით სამი წუთი გრძელდებოდა, ხოლო ობიექტი პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრით სიღრმეში შემოფრინდა.

“მანევრებთან, რომლებსაც ის ახორციელებდა, და პოლონური საჰაერო სივრციდან მის გაფრენასთან დაკავშირებით მე, როგორც ოპერატიულ მეთაურს, არანაირი გადაწყვეტილებები არ მიმიღია ამ ობიექტთან დაკავშირებით", - განაცხადა კლიშჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით რაკეტა უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს