ნიკა მელია - ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით

ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფესიბუქზე“ წერს.

მელიას თქმით, ასეთ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სწორი, ღირებულებითი ერთობა.

„გამარჯვება ყოველთვის იწყება მიზნის არსებობით, გამარჯვების რწმენით, პრინციპულობით და მზაობით - იარო რთულ, მაგრამ მართალ გზაზე;

ავირჩიეთ რთული გზა და ვიცოდით მასზე კონკურენტებს ვერ შევხვდებოდით, თუმცა ამ გზაზე აუცილებლად შევხვდებით თანამებრძოლებს.

ვიცი ასეთ ბრძოლაში რამდენად მნიშვნელოვანია სწორი, ღირებულებითი ერთობა;

ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით...

თუმცა მხოლოდ ხალხის ინტერესის კარნახით, მათი დაკვეთით შექმნილი ერთობა, შეიძლება იყოს ცვლილებისა და გამარჯვების მომტანი“,- წერს მელია.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ არ გამორიცხა, რომ „ლელო“ ნიკა მელიასთან გაერთიანდეს და არჩევნებზე ახალი სახელით წარდგეს.

„გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!