ბიძინა ივანიშვილი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები - პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ განუცხადა.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები. პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება“,- განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მისი დაბრუნების შემდეგ პარტიაში ან მთავრობაში ცვლილებები, ივანიშვილი ამბობს, რომ „ასეთი რამ არ იგეგმება“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026