თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ბრალდებული 189 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ბრალდებული 189 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია ავრცელებს.

„მინდა, ჩვენმა ძვირფასმა ერმა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ერთიანობისა და სოლიდარობისთვის ჩვენ არცერთ ტერორისტს არ შევეგუებით. ჩვენი ხალხის ლოცვითა და ჩვენი უსაფრთხოების ძალების უდიდესი ძალისხმევით ბრძოლას შეუფერხებლად გავაგრძელებთ“, - წერს ალი იერლიქაია X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ალი იერლიქაიას ცნობით, სპეცოპერაციები თურქეთის 37 პროვინციაში ერთდროულად მიმდინარეობდა.

თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციები ბოლო კვირების განმავლობაში გააძლიერეს, მას შემდეგ რაც ქურთმა მებრძოლებმა 1-ელ ოქტომბერს ანკარაში სამთავრობო შენობებთან ბომბი ააფეთქეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს