31 დეკემბერს, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება

31 დეკემბერს, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 31 დეკემბრის ღამეს, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალა-კონცერტით პირველად შეხვდება.

„ათი წლის შემდეგ, მთავარ მოედანზე რუსთაველები ყველა ერთად შევხვდებით ახალ წელს. გაიმართება სადღესასწაულო გალა-კონცერტი, ეს არის პრემიერის ძალიან დიდი საჩუქარი რუსთავისთვის. ქალაქში უკვე იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა. ვეპატიჟებით ყველას, 31 დეკემბერს ერთად შევხვდეთ ახალ წელს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე უკვე დასრულდა მთავარი სცენის მოწყობის სამუშაოები.

რუსთავის მერიის ცნობით, „საშობაო ქალაქში“ რომელიც 16 დეკემბერს გაიხსნა, რუსთაველები და ქალაქის სტუმრები გემრიელი კერძებისა და გლინტვეინის დაგემოვნებას, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის დათვალიერებას შეძლებენ.

ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალა-კონცერტი 23:00 საათიდან დაიწყება. სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, ანსამბლი ,,ერისიონი", ,,შვიდკაცა", ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ქეთი გაბისიანი და სხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ. გალა-კონცერტს, ჯგუფ ,,რეგიონისა" და ლაშა ნოზაძის კონცერტი დაასრულებს.

„გალა-კონცერტზე ყველა ჟანრის მუსიკოსები წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ბოლოს ჩვენც ვიქნებით - ჯგუფი ,,რეგიონი“, რომელიც აქ დაიბადა და ათი წლის შემდეგ პირველად ხვდება სახლში ახალ წელს“, - განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში საახალწლო კონცერტის დასრულებამდე, შიდასაქალაქო მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. შობა-ახალი წლის საზეიმო ღონისძიებები, რუსთავში 16 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო