ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„რუსეთის გუშინდელი თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. თითქმის 120 ქალაქი და სოფელი - ასობით სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა. ამ ტერაქტის შედეგად სულ 159 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ამ დროისთვის, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 39“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ პირად არხზე.

უკრაინის პრეზიდენტმა მაშველებს, კომუნალური მომსახურების მუშაკებსა და პოლიციელებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა პირადად მადლობა გადავუხადო მსოფლიოს ყველა ლიდერს, პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომლებმაც ეს თავდასხმა დაგმეს. მადლობა უამრავი ქვეყნის ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენს ხალხს უჭერენ მხარს და რუსული ბოროტებისა და ჩვენი თავდაცვის შესახებ სიმართლეს ამბობენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია