გაერო-ში რუსეთის ელჩი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე - რაც უფრო მეტად  შეგვიქმნიან საფრთხეს, მით უფრო მკაცრად ვიმოქმედებთ

რუსეთი არ მიმართავს იარაღს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და მხოლოდ მის სამიზნეს სამხედრო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ბელგოროდის დაბომბვასთან დაკავშირებით მოიწვია.

”რუსეთის სამიზნეს მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეები არ წარმოადგენს. ჩვენ მიზანში მხოლოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას ვიღებთ და მითუმეტეს, არ ვმართავთ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, - აღნიშნა ნებენზიამ.

მისი თქმით, რაც უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიან რუსეთი, მით უფრო მკაცრად უპასუხებს.

„უკრაინის დემილიტარიზაციის ფარგლებში ჩვენი სპეცოპერაციის ერთ-ერთი ამოცანაა რუსეთის რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრაა. რაც უფრო მეტად შეგვექმნება ეს საფრთხეები, მით უფრო მკაცრად ვიმოქმედებთ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბელგოროდი დაბომბა. ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს