სანდრო რაქვიაშვილი - კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ამით არაფორმალური მმართველობის პრობლემა მინიმუმ მოიხსნა - მოლოდინი მაქვს, ვიღაც თანამდებობას დატოვებს

კარგია ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ დაბრუნდა, ამით არაფორმალური მმართველობის პრობლემა მინიმუმ მოიხსნა, მაგრამ ცალსახად გამოჩნდა ერთპიროვნული მმართველობის ამბავი , - ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვოს.

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი აირჩია პარტიის ლიდერად. ისეთი გარემო იყო, ჩინეთში რომ ხდება ხოლმე, ლიდერს რომ ტაშს უკრავენ და ეიფორია აქვთ. კარგად ჩანს, რომ ეს ადამიანი აკონტროლებს ხელისუფლებას და ეს არის მთავარი პრობლემა და არა სხვა, რაზეც საუბრობენ. ცხადია, ეს „ქართული ოცნების“ პრობლემაზე მიუთითებს, მაგრამ რაში მდგომარეობს პრობლემა, ღარიბაშვილის კორუფციაში ყოფნა, საგარეო პოლიტიკის ნაწილი თუ რაღაც სხვა, ამას დრო გვაჩვენებს, იმიტომ, რომ ცხადია, ივანიშვილის მოსვლა ნათლად აისახება პერსონალებზე. მოლოდინი მაქვს, რომ ვიღაც თანამდებობას დატოვებს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, ამიერიდან ადამიანებს აღარ მოუწევთ ფიქრი იმაზე, ცალკეული გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო თუ ირაკლი კობახიძემ.

სანდრო რაქვიაშვილის შეფასებით, ცხადია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ივანიშვილს დაეკისრება.

ინფორმაციისთვის, 30 დეკემბერს "ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო