ზუგდიდის მერიამ სტიპენტიანდებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს უმასპინძლა

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ და მაიზერ ნანავამ, ნიკოსეულ სასახლეში მერის სტიპენდიატებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს უმასპინძლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდის მერის მოადგილეებმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

კონსტანტინე კაკავამ ახალგაზრდების როლზე მუნიციპალიტეტისთვის და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ნიკოსეულ სასახლეში ტრადიციული მიღება გაიმართა მერის სტიპენდიატებისა და იმ ახალგაზრდების, ვინც ჩართული არიან მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ახალგაზრდულ თუ საგანმანათლებლო პროგრამებში. მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდული პროგრამების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამოვყოფ, საზღვარგარეთ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას. ეს არის უნიკალური პროგრამა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ზუგდიდშია დაფუძნებული. ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა იმ სტუდენტებისა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. გვჯერა, ეს ახალგაზრდები შექმნიან ჩვენი ქვეყნის ძლიერ, მდგრად ევროპულ მომავალს. მადლობა მათ ქალაქის სახელით", - აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

ღონისძიება მუსიკალურად სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა გააფორმეს.

ცნობისთვის, 2023-2024 სასწავლო წლის მერის სტიპენდია 70-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერით 47-მა ახალგაზრდამ ისარგებლა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო