ამბროლაურის მერია - პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს 8 ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცა

ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ოთხ მუნიციპალიტეტს:ამბროლაურს, ონს, ცაგერს და ლენტეხს თანაბრად გაუნაწილდათ, რომლებიც უახლოეს მომავალში სამ მარშრუტად: ქალაქში, სოფლებსა და მუნიციპალიტეტების ცენტრებს შორის ივლის.

ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება.

„თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე დასასწრებად ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ავტობუსები უფასოდ მოემსახურებათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს