რუსებმა ახალი წლის ღამეს უკრაინას დრონებით შეუტიეს - დარტყმები განხორციელდა უნივერსიტეტსა და მუზეუმზეც

1-ელი იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია. დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, მიკოლაივსა და ოდესაში. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები სამოქალაქო ობიექტს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

"ღამით მტერმა ლვოვში ეროვნული მეხსიერების ორ ობიექტს დაარტყა: უნივერსიტეტს დუბლიანში და რომან შუხევიჩის მუზეუმს ბელოგორიაში. სიმბოლურად და ცინიკურად. ომი ჩვენი ისტორიის წინააღმდეგ", - განაცხადა ლვოვის მერმა.

რუსულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს ოდესაშიც. თავდასხმის გამო, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებში, ცეცხლი გაჩნდა მაღალსართულიან კორპუსშიც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს