რომეო მიქაუტაძემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მოულოცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ტრადიციულად, ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორის თანამშრომლებს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც იმართება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილემ მადლობა გადაუხადა ცენტრალური სადისპეტჩეროს თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ ქვეყნის უწყვეტ ელექტრომომარაგებას.

„საქართველოს ელექტროსისტემის ცენტრალური სადისპეტჩეროდან მინდა მივულოცო ახალი წელი სრულიად საქართველოს, თითოეულ მის მოქალაქეს და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო. 2023 წელი საქართველოს ენერგეტიკაში განსაკუთრებით წარმატებული იყო. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, რეკორდულად გაიზარდა როგორც ელექტროენერგიის გამომუშავება, ისე მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ექსპორტი, რამაც დარგში წარმოშვა დამატებითი დოვლადი და ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება. მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური ათვისება და ენერგოქსელში ინტეგრირება, რაც გააუმჯობესებს როგორც ქვეყნის ენერგომომარაგებას, ასევე გაზრდის მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

უწყების ცნობით, ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიან ცვლაში მომუშავე დისპეტჩერები ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომუშავე დისპეტჩერებს რომეო მიქაუტაძესთან ერთად, ახალი წლის დადგომა მიულოცეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და კომპანიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო