ოფიციალური პირი - ისრაელელი სამხედროები ომის მესამე ეტაპზე გადადიან, რომელიც მინიმუმ 6 თვეს გაგრძელდება

ისრაელს ღაზის სექტორიდან თავისი ძალების ნაწილი გამოჰყავს, რათა „ჰამასის“ წინააღმდეგ უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე გადავიდეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

მისი განმარტებით, ისრაელი ნაწილობრივ აბრუნებს რეზერვისტებს სამოქალაქო ცხოვრებაში, რათა ქვეყნის ეკონომიკას დახმარება გაუწიოს. ამასთან, გამოყვანილი ჯარის ნაწილი ლიბანში შესაძლო მეორე ფრონტისთვის მოემზადება. ოფიციალური პირის თქმით, ღაზის სექტორში ომი მანამ გაგრძელდება, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება.

მისი ინფორმაციით, ისრაელელი სამხედროები გადადიან ომის მესამე ეტაპზე, რომელიც მინიმუმ 6 თვეს გაგრძელდება. "ამას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება და ტერორისტების წინააღმდეგ ინტენსიურ გამწმენდ მისიებს მოიცავს", - განაცხადა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს