ვლადიმერ პუტინი - რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის საკუთარი პირობებით დასრულება სურს

რუსეთსაც სურს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება, ოღონდ საკუთარი პირობებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ ასევე გვსურს კონფლიქტის დასრულება. და რაც შეიძლება სწრაფად. მხოლოდ ჩვენი პირობებით. ჩვენ არ გვაქვს სურვილი გაუთავებლად ვიბრძოლოთ. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი პოზიციების დათმობას“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის მოწინააღმდეგე დასავლეთია, რომელიც პრობლემების მოგვარებას უკრაინის დახმარებით ცდილობს. „საქმე იმაში კი არ არის, რომ ისინი ჩვენს მოწინააღმდეგეს ეხმარებიან, არამედ ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან. ისინი საკუთარ პრობლემებს მათი ხელით აგვარებენ, საქმე ამაშია“, - აღნიშნა პუტინმა ვიშნევსკის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს