ფინეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს

ფინეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

„ფინელი ხალხი და სახელმწიფო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას აგრძელებს. ეროვნულ დონეზე ჩვენი გადაწყვეტილებები, როგორიც მძიმე საბრძოლო მასალის წარმოებაა, საშუალებას გვაძლევს უკრაინას მხარი გრძელვადიან პერსპექტივაში დავუჭიროთ. ამავდროულად, ჩვენ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობებს ვაძლიერებთ“, - განაცხადა პეტერი ორპომ.

ფინეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინელები თავიანთი ქვეყნისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის და მთლიანად ევროპისთვის მამაცურად იბრძვიან.

„უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება უკრაინელი ხალხისთვის იმედის სიგნალს წარმოადგენს. უკრაინას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის იწვევენ და მისი ადგილი ევროკავშირშია“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს