თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 33 პირი დააკავეს

თურქეთში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 33 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ საგამოძიებო სამუშაოები რვა პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩაატარა.

ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი, თავდასხმა და გატაცება იყო.

ისრაელის მხარეს დაკავებების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი