იოჰან ელიაში (FIS) - დიდი წარმატებით შესძლეს საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება და ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია!

2023-24 წლის ზამთრის სეზონზე, ბაკურიანი და გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) 3 მასშტაბურ სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლებს. ბაკურიანში უკვე დასრულდა ფრისტაილის მსოფლიო თასის ეტაპები - მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში, რომელიც კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით 22-23 დეკემბერს მიმდინარეობდა.

სილქნეტი მეორე ათეული წელია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია.სილქნეტის მხრიდან თანმიმდევრულმა მხარდაჭერამ, ფედერაციას გაუხსნა გზა საერთაშორისო ასპარეზზე. შედეგად, 2023 წელს საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით ჩატარდა, რამაც განაპირობა საქართველოს მოხვედრა FIS-ის კალენდარში. დღეს, ჩვენი ქვეყანა შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის და სხვა წამყვანი სათხილამურო ქვეყნების გვერდით იკავებს ადგილს.

„მე მქონდა ბაკურიანის სტუმრობის სიამოვნება და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ახალი ცენტრია ზამთრის სახეობების ღონისძიებებისათვის. აქ დიდი წარმატებით შესძლეს საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ორგანიზატორს, რადგან მათ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი საქმეს." - განაცხადა FIS-ის პრეზიდენტმა, იოჰან ელიაშმა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება