ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი - რუსეთის მონაწილეობის გარეშე მსოფლიოში არც ერთი პრობლემა არ გადაიჭრება

რუსეთის მონაწილეობის გარეშე მსოფლიოში არც ერთი პრობლემა არ გადაიჭრება, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს მსოფლიო პოლიტიკაში დიდი როლი აქვს და იგი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გლობალურ ატმოსფეროზე, როგორც სიტყვით, ასევე საქმით, დიდ გავლენას ახდენს. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის პოზიციას მთელი მსოფლიო ითვალისწინებს. ამ სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე მსოფლიოში არც ერთი პრობლემა არ გადაიჭრება“, - განაცხადა ტოკაევმა.

ტოკაევმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ვლადიმერ პუტინის ყაზახეთში ვიზიტმა ორმხრივი ურთიერთობები გააცოცხლა.

„რუსეთი ყაზახეთის მთავარი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. 2023 წლის პირველ 10 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 21. 4 მილიარდი დოლარი შეადგინა“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს