ვახტანგ ცინცაძე - 2023 წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოყვანა

გასულ წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მოთოკვა და მიზნობრივ 3-პროცენტიან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოყვანა - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელი.

ცინცაძის თქმით, 2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციის დონე 2.5 პროცენტით განისაზღვრა.

„2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციის დონე 2.5 პროცენტით განისაზღვრა. გასულ წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მოთოკვა და მიზნობრივ 3-პროცენტიან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოყვანა. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ფასების შემცირება შენარჩუნდა სამომხმარებლო კალათის არაერთ, მათ შორის, სურსათის და უალკოჰოლო სასმელებისა და მედიკამენტების ჯგუფზე, რაც საზოგადოების ფართო ფენებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია,“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება და მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ჩამოყვანა შესაძლებელი გახადა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიზანდასახულმა და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, რამაც ფაქტობრივად საქართველოს საშუალება მისცა ყოფილიყო ერთ-ერთი ლიდერი ინფლაციის შემცირების მიმართულებით.

„2024 წელს ველოდებით, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. აღნიშნულს ასევე ხელს შეუწყობს ის გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მიმართულებით, რომელიც პოზიტიურ გავლენას იქონიებს საზოგადოების ფართო ფენებსა და მათ შორის, კერძო სექტორის წარმოების ხარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წლის განმავლობაში ფასების დონე იქნება სტაბილური,“- აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია