გია ვოლსკი - ევროკავშირის ცხრა დათქმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა პანაცეა არ არის - სამუშაო ჯგუფების შექმნის ამოჩემებაში საბოტაჟის მცდელობას ვხედავ

ევროკავშირის ცხრა დათქმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა პანაცეა არ არის! - სამუშაო ჯგუფების შექმნის ამოჩემებაში საბოტაჟის მცდელობას ვხედავ, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადება.

კითხვაზე, ევროკომისიის განახლებული რეკომენდაციების შესასრულებლად შეიქმნება თუ არა სამუშაო ჯგუფები, ვოლსკიმ განაცხადა, რომ „მთელი პარლამენტი სამუშაო ჯგუფია და იმაზე კარგი სამუშაო ჯგუფი, ვიდრე ეს პარლამენტის კომიტეტებია, არავის მოუგონია“.

„ოპოზიციურ პარტიებს გარკვეული პროგრამა და ხედვა, თუ რა საკითხების განხილვაში უნდა ჩაერთონ, არ გააჩნიათ. მათ ის მუხტი შეინარჩუნეს, რაც 2023 წლიდან გადმოჰყვათ - ეს არის აგრესიული საბოტაჟის პოლიტიკა, რასაც მუდმივად აწარმოებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კარგად იციან, კომიტეტები არსებობს, არსებობს დარგობრივი თემები, საპარლამენტო ფორმატები, სადაც მუშაობაა საჭირო და არა ახალი ფორმატების მოგონება, თითქოს და, ეგენი იღვწიან საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის. მას მერე, რაც საქართველომ სტატუსი მიიღო, ამან რადიკალური ოპოზიციის ბანაკში სერიოზული ისტერიკა გამოიწვია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს