ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ მკვლელობის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა.

სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულმა განცხადებისგან თავი შეიკავა.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულის მიმალვის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არ არსებობდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

პროკურორების განცხადებით, 45 წლის მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევი იყო.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე - 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალწინებს

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება