დმიტრო კულება - ტრამპი ისეთი ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ

ტრამპი ისეთი ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, იგი არ თვლის, რომ 2024 წელს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად შესაძლო არჩევას შეუძლია ნეგატიურად იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერაზე, თუ ტრამპისადმი მიდგომას იპოვიან.

„ტრამპი თავისი, ასე ვიტყოდი, ულტრაქარიზმატული საქციელებით, თავისი რეპუტაციითა და ფრაზებით აღიქმება. მაგრამ ვინ მიყიდა უკრაინას პირველი ამერიკული იარაღი? - პრეზიდენტმა ტრამპმა - Javelin. ვინ დაიწყო უკრაინისთვის პირველი სამხედრო-საზღვაო გემების, Island და Mark-6 ტიპის კატერების, უფასო გადაცემა? - ტრამპმა. ვინ ებრძოდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს და სანქციები დაადო ცნობილ, მაგრამ უკვე მივიწყებულ გემს Fortuna, რომელიც ამ გაზსადენს აწყობდა? - ეს ტრამპი იყო”, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ტრამპთან ან ნებისმიერ სხვა ამერიკელ ლიდერთან რაიმე შეთანხმებების არსებობის შესაძლებლობა უარყო.

„ამიტომ ტრამპი - ის ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე მასთან მუშაობა. თუ არჩევნებამდე მივა და თუ გაიმარჯვებს, ის სრულიად განსხვავებული იქნება, ვიდრე პრეზიდენტი ბაიდენი, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უზომოდ მადლიერები ვართ. ძალიან ბევრი „თუ“ არსებობს, მაგრამ უკრაინას არაფრის არ უნდა ეშინოდეს, არანაირი არჩევნების და არანაირი მოქმედი ან სამომავლო პოლიტიკოსების“, - განაცხადა კულებამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ