ჯოზეფ ბორელი - მკაცრად დავგმე ირანში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ირანის საგარეო მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს ტელეფონით ესაუბრა და ირანში მომხდარი ძლიერი აფეთქებების შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

„სამძიმარი გამოვთქვი კერმანში მომხდარი საშინელი დაბომბვის გამო, რამაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. მკაცრად დავგმე ეს ტერორისტული თავდასხმა და ირანელ ხალხს სოლიდარობა გამოვუცხადე,” - აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, გუშინ, ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკველობიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავად გამართული ცერემონიის დროს ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება