მიანმარის ხუნტა ჰუმანიტარული ნიშნით 9652 პატიმარს გაათავისუფლებს

მიანმარის ხუნტა ჰუმანიტარული ნიშნით 9652 პატიმარს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მიანმარის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიანმარის სამხედრო მთავრობა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 9652 პატიმარს, მათ შორის 114 უცხოელს, გაათავისუფლებს.

„სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით და ჰუმანიტარული ნიშნით, 114 უცხოელი პატიმრის შეწყალება და მათი დეპორტაცია მოხდება“, - განაცხადა მიანმარის სამხედრო ხუნტამ.

პატიმრობაში რჩება ნობელის პრემიის ლაურეატი და მიანმარის ყოფილი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი.

შეგახსენებთ, რომ მიანმარში 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ სამხედროებმა აუნ სან სუ ჩის მთავრობა ჩამოაგდეს და ქვეყანაში სამხედრო მმართველობა დაამყარეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს