ერაყში სახალხო მობილიზაციის ძალების შტაბ-ბინაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი სამხედრო დაიღუპა

ერაყში სახალხო მობილიზაციის ძალების შტაბ-ბინაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ადგილობრივ პოლიციასა და უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაღდადში სახალხო მობილიზაციის ძალების, ჰაშედ ალ-შააბის შტაბ-ბინაზე, რომელსაც მხარს ირანი უჭერს, შეტევა უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.

ჰაშედ ალ-შააბის შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჰაშედის სამი წევრი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

ერაყის პოლიციამ განაცხადა, რომ იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება განეხორციელებინა შეტევა მათ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება