WSJ - რუსეთი ირანული ბალისტიკური რაკეტების შეძენის შესახებ მოლაპარაკებებში წინ მიიწევს

რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი გააძლიერებს მოსკოვის უნარს, კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში უკრაინის ინფრასტრუქტურას დაარტყას.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მოსკოვის გეგმებმა ბაიდენის ადმინისტრაციაში ღრმა შეშფოთება გამოიწვია.

„აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთის მოლაპარაკებები ირანიდან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესაძენად აქტიურად მიიწევს წინ. ჩვენი შეფასებით, რუსეთი ირანისგან სარაკეტო სისტემების შეძენას აპირებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.

ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ირანული რაკეტების მიწოდება, შესაძლოა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოხდეს, თუ შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწევენ. მათი განცხადებით, რუსეთმა უკვე დაიწყო ბალისტიკური რაკეტების გამშვებებისა და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტის მიღება ჩრდილოეთ კორეიდან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!