ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობის პერიოდში იტალიისთვის აფრიკა და ხელოვნური ინტელექტი მთავარი საკითხები იქნება

„დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობისას იტალიისთვის აფრიკა და ხელოვნური ინტელექტი მთავარი საკითხები იქნება , - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

„შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გავლენით ძალიან შეშფოთებული ვარ. დღეს, ჩვენ რევოლუციის წინაშე ვდგავართ, სადაც ადამიანის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების საშიშროება არსებობს“, - განაცხადა მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აფრიკის განვითარების მხარდაჭერა „დიდი შვიდეულის“ მთავარი საკითხი იქნება.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა იაპონიისგან 1-ელ იანვარს გადაიბარა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება