რუსული მხარე ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყება

ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი “ტელეგრამ” არხები და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებენ.

კერძოდ, ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. “გუბერნატორმა” მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს და “უკვე რამდენიმე საჰაერო სამიზნე იქნა ჩამოგდებული”.

მან აღნიშნა, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაშავებული.

ადგილობრივი “ტელეგრამ” არხების ცნობით, ერთი უკრაინული რაკეტა უკვე ჩამოაგდეს, ხოლო მეორე სევასტოპოლში მდებარე სამხედრო ნაწილს მოხვდა. თვითმხილველების ცნობით, ადგილზე უკვე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები მიემართებიან.

ასევე, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებები გაისმა ევპატორიასთან, სოფელ უიუტნოესთან მდებარე საჰაერო თავდაცვის სამხედრო ნაწილში. თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილისკენ უკვე მიემართებიან სასწრაფო დახმარების მანქანები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის მცდელობა, განახორციელოს ყირიმში ობიექტებზე საავიაციო მართვადი რაკეტებით ტერორისტული თავდასხმა”. მათი ცნობით, უკვე 10 რაკეტა ჩამოაგდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება