ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

აღნიშნული კანონი ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, მათ შორის მისი გადადგომის შემდეგაც და მოთხოვნებს ამკაცრებს აღნიშნულ პოზიციაზე სამომავლო კანდიდატებისთვის.

კერძოდ, დოკუმენტი სამუდამო იმუნიტეტს აძლევს ყოფილ პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს. ტექსტის თანახმად, სახელმწიფოს ყოფილი მეთაური “არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი ქმედებებისთვის”.

კანონი ასევე უფლებას აძლევს პრეზიდენტს გადადგომის შემდეგ გახდეს სრულიად ბელარუსის ეროვნული კრების დეპუტატი და პარლამენტის ზედა პალატის უვადო წევრი.

კანონის ტექსტი, ასევე, ახალ მოთხოვნებს აწესებს პრეზიდენტის პოსტზე ახალი კანდიდატებისთვის. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ პირებს, რომლებიც დაბადებით ბელარუსის მოქალაქეები არიან, არიან არანაკლებ 40 წლის, რესპუბლიკაში არანაკლებ 20 წელია ცხოვრობენ და არასდროს არ ჰქონიათ სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება.

როგორც მედია აღნიშნავს, ამდაგვარ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფაქტობრივად, ერთმევათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იძულებული გახდნენ საზღვარგარეთ გადასულიყვნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება