უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლთან რუსი სამხედროების სამმართველო პუნქტი დაბომბა

უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლთან რუსი სამხედროების სამმართველო პუნქტი დაბომბა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისი ავრცელებს.

“დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასპოტოლთან ახლოს რუსი სამხედროების დაჯგუფების სამმართველო პუნქტი დაბომბეს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!”, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებსა და ყველას, ვინც ოპერაციის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას.

“2 იანვარს რუსეთის ფედერაციის ტყუილის სამინისტრომ “ბუნკერში მყოფ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის მოადგილისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 9 გენერლის” რუსული რაკეტებით დაბომბვის შესახებ ჩააბარა ანგარიში. გამარჯობა ოკუპანტებს ყირიმში! მტრის პროპაგანდისგან ასეთივე ეპიკურ ანგარიშს ველი სევასტოპოლიდან და ევპატორიიდან 4 იანვარს და მერამდენედ მადლობას ვუხდი საჰაერო ძალების პილოტებსა და ყველას, ვინც ოპერაციას გეგმავდა, უნაკლოდ შესრულებული სამუშაოსთვის”, - ნათქვამია ოლეშჩუკის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს