აშშ, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს იწვევს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, - ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი, სერგეი კისლიცა სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი ინფორმაციით, შეხვედრა 10 იანვარს გაიმართება.

„აშშ იტყობინება, რომ მას ახალი ინფორმაცია აქვს იარაღის შესახებ, რომელსაც რუსეთი მესამე ქვეყნებიდან იღებს უკრაინის განადგურებისა და მისი ხალხის დამორჩილების მიზნის მხარდასაჭერად. აშშ-ის ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ახლახან რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა“, - წერს კისლიცა.

მისი განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის თავზე ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული მინიმუმ ერთი რაკეტა გაუშვეს. რაკეტები გამოიყენეს ასევე 2 იანვრის თავდასხმის დროს.

“აშშ თვლის, რომ რუსეთი გამოიყენებს ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებულ დამატებით რაკეტებს, რათა გაანადგუროს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები“, - წერს კისლიცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს