აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 დონეზე აღარ აღმოუჩენს

შეერთებული შტატები არ გეგმავს უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო დაფინანსების იმავე დონეზე, როგორც ეს 2022-2023 წლებში განახორციელა, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას სამხედრო დაფინანსების იმავე დონეზე, როგორც 2022 და 2023 წლებში“, - აღნიშნა მილერმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში არ მიაჩნიათ, რომ უკრაინის იმავე დონეზე მხარდაჭერის საჭიროება არსებობს.

„არ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელი უნდა იყოს, რადგან ჩვენი მიზანია, უკრაინა ფეხზე დადგეს და დავეხმაროთ მას საკუთარი ინდუსტრიული ბაზისა და საკუთარი სამხედრო ინდუსტრიული ბაზის აშენებაში, რათა შეძლოს დამოუკიდებლად შეიძინოს და შექმნას საბრძოლო მასალა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამ გზაზე არ ვართ და ამიტომ არის ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ კონგრესმა მიიღოს დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რადგან ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უკრაინას შეუძლია მხოლოდ თავად დაიცვას საკუთარი თავი“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს