ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩადის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი 5-7 იანვარს ლიბანს ეწვევა, - ინფორმაციას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი შეხვდება ლიბანის პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის, პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატის, საგარეო საქმეთა და ემიგრანტების საკითხთა მინისტრს აბდალა ბუ ჰაბიბს და ლიბანის შეიარაღებული ძალების სარდალს გენერალ ჯოზეფ აუნს.

„მისია იქნება ღაზაში და მის ირგვლივ არსებული სიტუაციის ყველა ასპექტის განხილვის საშუალება, მათ შორის მისი გავლენა რეგიონზე, განსაკუთრებით ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შენარჩუნების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირმა 4-ჯერ, 100 მილიონ ევრომდე გაზარდა“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ჯოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს რეგიონის ლიდერებთან დიპლომატიური ძალისხმევის გაღრმავების აუცილებლობას, რათა შეიქმნას პირობები ისრაელსა და პალესტინას შორის და რეგიონში შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო