გურამ მაჭარაშვილი - ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა საქართველოს ხან „ნაციონალური მოძრაობის“ კლანჭებისგან დასაცავად უწევდა, ხან ამავე პარტიის სიზარმაცის გამო - პოლიტიკაში მის დაბრუნებას პოლიტიკური ქველმოქმედების სახე აქვს

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა ხან საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ კლანჭებისგან დასაცავად უწევდა, ხან „ნაციონალური მოძრაობის“ სიზარმაცის გამო - პოლიტიკაში მის დაბრუნებას პოლიტიკური ქველმოქმედების სახე აქვს, - აღნიშნული შეფასება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას, მაჭარაშვილმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც ამ კონტექსტში აღნიშნა, 2024 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკაში დღის წესრიგის შეცვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენ კარგად ვიცით, პოლიტიკაში მოსვლა ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი არ ყოფილა. მან საკუთარ სიტყვაში ახსნა თუ რატომ გააკეთა ეს - სამწუხაროდ, როდესაც ოპოზიცია პოლიტიკურად ნადგურდება, ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. მიგვაჩნია, რომ 2024 წელს საზოგადოება ამ ყველაფერს დაალაგებს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი გამოწვევაა. 2024 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკაში დღის წესრიგის შეცვლასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მისი დახმარება მის მიერვე შექმნილი გუნდისთვის ძალიან კარგი იქნება. რა წარმატებითაც საქართველო 2024 წლისთვის წარსდგა, კარგი იქნება ეს წარმატება მისი დახმარებით კიდევ უფრო განვითარდეს და ქვეყანა 2025 წლისთვის კიდევ უფრო მეტი განვითარებით შეხვდეს იმ მსოფლიოს, რომელიც გამოწვევებით სავსეა. ახლა რეგიონში არის ორი უდიდესი ომი. ამავდროულად არის ეკონომიკური პრობლემები და ძალიან ბევრი დიდი სახელმწიფო საკუთარი გავლენების გადასანაწილებლად იბრძვის. ამიტომ ასეთ რთულ რეგიონალურ გეოპოლიტიკურ პირობებში საქართველო რომ გამოვიდეს მშვიდად და განვითარებულად, მათ შორის ამისთვის ჩვენს გუნდს ბიძინა ივანიშვილის კონსულტაციები სჭირდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის