გერმანიის საგარეო უწყება - ისრაელსა და ლიბანს შორის ესკალაციის რისკი ძალიან რეალურია

გერმანიის მთავრობა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე არსებულ სიტუაციას აკონტროლებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

”ესკალაციის რისკი, სამწუხაროდ, ძალიან რეალურია”, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კვირას ისრაელში გაემგზავრება, სადაც თავის კოლეგას, ისრაელ კაცს და ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ცნობისათვის, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ლიბანში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის საზღვრისპირა შეტაკებები 7 ოქტომბრის შემდეგ თითქმის ყოველდღიურად ხდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება