ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - 7 ოქტომბრიდან „ჰამასის“ ტყვეობაში 25 ისრაელელი მძევალი გარდაიცვალა

7 ოქტომბრიდან „ჰამასის“ ტყვეობაში 25 ისრაელელი მძევალი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა CNN-ს მიაწოდა.

ამის მიუხედავად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს სჯერა, რომ გასული წლის „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად აყვანილი 107 მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამასთან, ისრაელის ოთხი მოქალაქე ჯერ კიდევ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე იმყოფებოდა „ჰამასის“ მძევლობაში - ორი ცოცხალია და ორი გარდაცვლილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელის „მძევალთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ფორუმმა” ღაზას სექტორში მყოფი კიდევ ერთი მძევლის - 38 წლის ტამირ ადარის - გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი