დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - მსოფლიო რუსეთისგან მიტრიალდა, რაც პუტინს აიძულებს თავი დაიმციროს და გაშლილი ხელით ჩრდილოეთ კორეასთან მივიდეს

პუტინი იძულებული ხდება გაშლილი ხელით ჩრდილოეთ კორეასთან მივიდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„მსოფლიო რუსეთისგან მიტრიალდა, რაც პუტინს აიძულებს თავი დაიმციროს და გაშლილი ხელით ჩრდილოეთ კორეასთან მივიდეს თავისი უკანონო შეჭრის გასაგრძელებლად.

ამის გაკეთებით რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუცია დაარღვია და მსოფლიოს კიდევ ერთი რეგიონის უსაფრთხოება დააყენა რისკის ქვეშ.

ეს ახლავე უნდა გაჩერდეს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მხარდაჭერისთვის მაღალი ფასი გადაიხადოს”, - წერს შაპსი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება