იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა, რომლებშიც ათასობით იაპონელი ჯარისკაცი მონაწილეობს, გადარჩენილები დანგრეული სახლებიდან გამოიყვანეს.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი 211-მდე შემცირდა, ხოლო ევაკუაციის ცენტრებში 34,000 ადამიანი რჩება.

შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი