რუსეთის ვიცე-პრემიერი - რუსეთი 2030 წლისთვის ყოველწლიურად 32 000-ზე მეტი დრონის წარმოებას გეგმავს

რუსეთი 2030 წლისთვის ყოველწლიურად 32 000-ზე მეტი დრონის წარმოებას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ანდრეი ბელუსოვმა განაცხადა.

„უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების წლიური მოცულობა, საგანმანათლებლო უპილოტო საფრენი აპარატების გამოკლებით, დაგეგმილია, რომ 32,500 ერთეულს შეადგენს. წარმოების მიმდინარე მოცულობას ეს თითქმის სამჯერ აღემატება“, - განაცხადა ბელუსოვმა.

ბელუსოვმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატების ეროვნულ პროექტს 696 მილიარდი რუბლით (7,66 მილიარდი დოლარი) დააფინანსებს.

„ამავდროულად, იგეგმება, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წილი ამ ტიპის დრონების ბაზრის 70%-ს შეადგენს“, - აღნიშნა რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება