ლიბანის პრემიერ-მინისტრი - სამხრეთ ლიბანში ნებისმიერი სახის ესკალაცია რეგიონულ აფეთქებას გამოიწვევს

სამხრეთ ლიბანში ნებისმიერი სახის ესკალაცია რეგიონულ აფეთქებას გამოიწვევს, - ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ განაცხადა. ბეირუთში, ლიბანის პრემიერ-მინისტრი, ნაჯიბ მიკატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

„ჩვენ მშვიდობის მაძიებლები ვართ და არა ომის მომხრეები. სტაბილურობის მიღწევას მოუთმენლად ველით და ამ კუთხით აუცილებელ კომუნიკაციებში ჩართული ვართ, რადგან სამხრეთ ლიბანში ნებისმიერი ფართომასშტაბიანი აფეთქება რეგიონს ყოვლისმომცველ აფეთქებამდე მიიყვანს“, - განუცხადა მიკატიმ ბორელს.

შეხვედრაზე მიკატიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ლიბანი გაერო-ს 1701-ე რეზოლუციის ერთგულად რჩება.

„ამ რეზოლუციის სრული შესრულება მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, რომ ისრაელის მიერ ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევა შეჩერდეს და იმ ტერიტორიებიდან გასვლა მოხდეს, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია“, - განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.

ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე მიკატიმ აღნიშნა, რომ პალესტინის საკითხის გადაწყვეტა პალესტინელებისთვის კუთვნილი სამართლიანი უფლებების მინიჭებას ნიშნავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება