უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გუშინ ღამით რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წუხელ რუსებმა უკრაინას „Shahed-136/131“ ტიპის 28 დრონით რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან შეუტიეს, S-300 ტიპის მართვადი საზენიტო 3 რაკეტით კი ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან, თავდასხმის ძირითადი მიმართულებები სამხრეთი და აღმოსავლეთი იყო“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა მოწინააღმდეგის 21 დრონი ჩამოაგდეს.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.

საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ვინიცას და ჩერკასის ოლქებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს