თბილისში „ალილოს“ მსვლელობა მიმდინარეობს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.

არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის თქმით, შეგროვებული სურსათი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.

“ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის დღესასწაულს. ეს დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება ყველა ტაძარში. მოვისმინეთ მისი უწმინდესობის საშობაო ეპისტოლე. ამ დღესასწაულს უკავშირდება, ასევე, ფანჯარასთან ანთებული სანთლის ტრადიცია, რომლის ანთებითაც ადამიანები უფალ იესო ქრისტეს მოუხმობენ მათთან ოჯახში. ასევე, "ალილოს" ტრადიცია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ დღეს გროვდება სხვადასხვა სურსათ-სანოვაგე გაჭირვებული ადამიანებისთვის და რაც შეგროვდება, შემდეგი დღეების განმავლობაში მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს დაურიგდება”, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

როგორც მსვლელობის მონწილეებმა აღნიშნეს, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.

„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება