იაპონია უკრაინის დასახმარებლად ნატო-ს ფონდში 37 მილიონ დოლარს შეიტანს

იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

„იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მშვიდობა დაუბრუნდეს უკრაინას. ვგრძნობ, როგორი დაძაბული სიტუაციაა ახლა უკრაინაში“, - აღნიშნა კამიკავამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი თქმით, იაპონია, უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების მიწოდების მიზნით, ნატო-ს ფონდში 37 მილიონ აშშ დოლარს შეიტანს.

შეგახსენებთ, იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში დღეს ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს