იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

მკვლელობა გასული კვირის პარასკევს მოხდა, მისი მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს უახლოეს დღეებში დაკითხავენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება