რატი ბრეგაძე - 2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს მსოფლიო ფორუმის მასპინძელი საქართველო იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს მსოფლიო ფორუმის მასპინძელი საქართველო იქნება.

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, გაეროს მსოფლიო ფორუმზე ყველა კონტინენტის წარმომადგენელი ერთმანეთს გაუზიარებს ცოდნას საჯარო სერვისებზე და გაჩნდება ახალი იდეები, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს მსოფლიო ფორუმის მასპინძელი საქართველო იქნება.

2023 წლის დეკემბერში, გაეროში, გენერალური მდივნის მოადგილესთან გვქონდა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ საქართველოში საჯარო სერვისების განვითარებაზე მიმართული რეფორმები.

ახალი წლის დადგომასთან ერთად კი მივიღეთ ბატონი ლი ჯინჰუას წერილი, რომლითაც გვემცნო, რომ ჩვენი თხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო სერვისებზე გაეროს მსოფლიო ფორუმი 2026 წელს საქართველოში ჩატარდება!

მინდა დიდი მადლიერება, გამოვხატო ჩვენი სახელმწიფოს ასეთი დიდი ქმედითი მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მძლავრი მოტივაციაა.

დიდი სიხარულია, რომ ათასობით საჯარო მოსამსახურის მიერ მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის, სწრაფი და ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის გაწეული შრომა უმაღლეს დონეზე იქნა აღიარებული და დაფასებული.

გაეროს მსოფლიო ფორუმზე ყველა კონტინენტის წარმომადგენელი ერთმანეთს გაუზიარებს ცოდნას საჯარო სერვისებზე და გაჩნდება ახალი იდეები, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

საქართველო ნიჭიერი და მონდომებული ადამიანების ქვეყანაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს.

წინ ბევრი გამარჯვებაა“, - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება